ქოუჩინგის როლი ლიდერის ცხოვრებაში
ქოუჩინგი ლიდერებისთვის
ლიდერობა საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებასთანაა დაკავშირებული. ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის განხორციელება, ლიდერს სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტაციისა და მუდმივ სტრესთან გამკლავების ხარჯზე უხდება. საქმის არსიდან და მასშტაბიდან გამომდინარე, ლიდერს უამრავ ადამიანთან ურთიერთობა და ეფექტური კომუნიკაცია მოეთხოვება. შესაბამისად, მოქნილობის, ადაპტაციისა და სტრესთან გამკლავების უნარების გარეშე, დღევანდელ პირობებში, ლიდერი ვერ შეძლებს მისთვის დელეგირებული მართვის ფუნქციის სრულყოფილ განხორცილებას.
ქოუჩთან დიალოგი, ლიდერისთვის, დიდი შვება და პროფესიული მხარდაჭერაა. გამომდინარე იქიდან, რომ ქოუჩს არანაირი წინასწარი განწყობა ან პირდაპირი ინტერესი არ აქვს განსახილველი საკითხების მიმართ, ლიდერს შეუძლია მშვიდად და ნდობით შევიდეს მასთან საუბარში და წამოწიოს მტკივნეული საკითხები. ქოუჩთან დიალოგში, ლიდერს ეძლევა შესაძლებლობა, გვერდიდან შეხედოს არსებულ მოცემულობას და სხვადასხვა პერსპექტივიდან შეაფასოს მდგომარეობა. ქოუჩინგი ხელსაყრელ და ნდობაზე დაფუძნებულ პროფესიულ გარემოს ქმნის როგორც ეფექტური დაგეგმარების, ისე პრობლემური საკითხების გადაჭრისთვის. რაც მთავარია, ყველა გადაწყვეტილებას თავად ლიდერი იღებს. ქოუჩის დანიშნულება კი ლიდერის ამ გადაწყვეტილებებამდე მიყვანა, მათ ავთენტურობასა და მათ სისრულეში მოსაყვანად აუცილებელი რესურსების საკმარისობაში ლიდერის თვით-დარწმუნებაა.
ხელმძღვანელ პოზიციაზე მომუშავე ადამიანებისთვის დიდი ფუფუნებაა ისეთ პროფესიონალთან დიალოგი, რომელიც ვიწრო პირადი თუ პროფესიული ინტერესის არქონის გამო, სრულიად ნეიტრალურია საქმის შინაარსისა და საკითხების გადაწყვეტის შედეგის მიმართ. ქოუჩი არც ლიდერის დასაქმებული, არც მისი ზემდგომი, მარეგულირებელი თუ დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელია, არც მომხმარებელთა ორგანიზაციის წევრი და არც კონკურენტისგან მოგზავნილი აგენტი. სწორედ აღნიშნულის გამო ქოუჩთან დიალოგში ლიდერი საკუთარ თავს გულწრფელობის ყველაზე მაღალი ხარისხით გამოვლენის ნებართვას აძლევს, რაც, თავის მხრივ, დასახული მიზნების სრულყოფილი რეალიზაციის უალტერნატივო წინაპირობაა. ქოუჩის მიერ უზრუნველყოფილი პროფესიული მხარდაჭერის შედეგად, ლიდერი შინაგან დასტურს იღებს მის მიერ გადადგმული თუ გადასადგმელი ნაბიჯების უტყუარობისა და ეფექტურობის შესახებ.
ქოუჩთან პროფესიულ ურთიერთობაში შესვლა ლიდერისთვის ბევრ ფორმალობასა და დამღლელი პროცედურების გავლას არ მოითხოვს. ქოუჩთან დიალოგის დაწყებისთვის საკმარისია მისი მოძებნა და მასთან საუბრის გადაწყვეტილების მიღება. ქოუჩინგის, როგორც კლიენტის წარმატებაზე ორიენტირებული პროფესიული მომსახურების, ლიდერის საქმიანობაში ინტეგრირებით მდგრადი პროგრესი და უწყევტი განვითარება გარანტირებულია.
სწორედ ამიტომ, ფსიქოთერაპიისა და კოსნულტაციის სახლ დიალოგში, რომელიც უკვე 4 წელზე მეტია მომხმარებლებს ემსახურება, დაემატა ქოუჩინგის მიმართულება, რომელსაც სამართლის დოქტორი, Erickson International-ის ლიცენზირებული ქოუჩი, ქეთევან ირემაშვილი უძღვება, მასთან კონსულტაციაზე ჩაწერა კი მარტივად შეგიძლიათ, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 574121274 .